LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო პერიოდში, მანამდეც და მერეც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დარჩეს მთავარ ძალად, რომელიც დეპოლარიზაციისა და სტაბილურობისთვის იბრძვის – სალომე ზურაბიშვილი

60
1601624634-სალომ0

საარჩევნო პერიოდში, მანამდეც და მერეც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დარჩეს მთავარ ძალად, რომელიც დეპოლარიზაციისა და სტაბილურობისთვის იბრძვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიაში, ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დენ ბელენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ დღეს ვარ 100 წლის მერე საქართველოს პირველი მეთაური, პრეზიდენტი, რომელიც სტუმრობს ავსტრიას. მე მგონი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ორივე ქვეყნისთვის. პანდემიამ შეგვიშალა ხელი ამაში, მაგრამ პოლიტიკურმა ვითარებამ ვერ შეგვიშალა ხელი. ყველაფრის მიუხედავად, მე მგონი, სწორედ სიმბოლური არის, რომ მაინც შედგა ეს ვიზიტი, შედგა იმ მომენტში, როცა არის გარკვეული სირთულეები პოლიტიკურ სფეროში. მაგრამ აქ აღმოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება, იყოს სწორედ პრეზიდენტის როლი საპარლამენტო რესპუბლიკაში იმისთვის, რომ გააერთიანოს ძალები და შეინარჩუნოს სტაბილურობა. ჩვენთანაც იგივე სიტუაცია არ არის, მაგრამ ამ საარჩევნო პერიოდში, მანამდეც და მერეც, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ პრეზიდენტი დარჩეს მთავარი ძალა, რომელიც დეპოლარიზაციისკენ და სტაბილურობისთვის იბრძვის და ეს არის ჩვენი ალბათ საერთო მოვალეობა.

ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ეს ვიზიტი შედგა წელს და აღვნიშნავთ ამ 100 წლისთავზე, თუნდაც იმას, რომ ავსტრიაში პირველი ნობელის პრემია მიიღო ქალმა, რომელიც ცხოვრობდა საქართველოში და რომელიც მთელი ცხოვრება იყო სწორედ მშვიდობისკენ ორიენტირებული. ეს იყო მისი ცხოვრების მრწამსი და ჩვენ მის ხსოვნას აღვნიშნავთ. ქართულმა ფოსტამ გამოუშვა მარკა მისი სახელობით და მე მგონი, ესეც გვაერთიანებს, ქალი, რომელიც იყო მშვიდობისთვის მებრძოლი ქალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g