რუსთაველის თეატრი დაბადების დღეს ულოცავს შესანიშნავ ქართველ არტისტს ავთო მახარაძეს, რომელსაც 16 ივლისს 80 წელი შეუსრულდა.
ავთო მახარაძეს რუსთაველის თეატრში არაერთი დასამახსოვრებელი როლი აქვს შექმნილი.
ის ქართულ კინოკლასიკად აღიარებულ „მონანიებაში“ მთავარ როლს ასრულებს, რომლითაც კინოსამყაროს სამუდამოდ დაამახსოვრა თავი. აბელ და ვარლამ არავიძეების ვირტუოზულად შესრულებული როლებისთვის 1987 წელს მიენიჭა ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი.