LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემა კვლავ გამორთული იქნება

75
unnamed

მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრებისთვის კვლავ გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების ვალდებულება. ამასთან, ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა აკრძალული იქნება.

„პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. ასევე, თბილისის მეტროსადგურებში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. ყველა რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, მკაცრად გაკონტროლდება კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

თბილისის სატრანსპორტი კომპანია: სრულ მზადყოფნაში ვართ იმისათვის, რომ ორშაბათიდან, დილის 06:00 საათიდან მგზავრებს მოვემსახუროთ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g