LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ უფრო რისკის შემცველია: მგზავრი თუ კონტროლიორი?

670
BeFunky-collage - 2020-06-22T115431.865

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის გადაწყვეტილება მთავრობამ ბოლოსთვის მოიტოვა, რადგან საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, ტრანსპორტში ხალხის ნაკადის თავმოყრა ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკის შემცველი შეიძლება აღმოჩენილიყო. არის თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკის შემცველი? და ვინ უფრო მეტად საშიშია – მგზავრი თუ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ფორტუნამ” განმარტება ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას სთხოვა.

“თუ ავტობუსიდან კონტროლიორი ყოველი ჩამოსვლის შემდეგ ხელებს შესაბამისი ხსნარით იმუშავებს, ვირუსის სხვა ადამიანზე გადადების შანსი ნაკლებია. რისკი კი, რა თქმა უნდა, არსებობს. აუცილებლად უნდა ეკეთოს თუ არა ხელთათმანი კონტროლიორს, გეტყვით, რომ თუ ხელთათმანს ხშირად არ დაიმუშავებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით, ჯობია საერთოდ არ ეკეთოს. მან ავტობუსიდან ყოველ ჩასვლაზე უნდა გამოიცვალოს ხელთათმანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას აზრი არ ექნება”, – განმარტავს ალექსანდრე გოგინავა.

ფოტოამბავი: როგორია ტრანსპორტის ამუშავების პირველი დღე

ტრანსპორტი კი ამუშავდა, მაგრამ... ცოტა "მარშუტკა", ცოტაც უპირბადეობა და ცოტა მგზავრები...

საზოგადოებრივი ტრანსპორტში დისტანცია უმეტეს შემთხვევაში არ არის დაცული (მგზავრების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობა ე.წ. პიკის საათებში – 9:00-10:00 და 18:00-20:00 საათებშია). მგზავრები ავტობუსში, ადგილების სიმცირის გამო, ფეხზე დგანან. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც ბილეთების შემოწმებასთან ერთად მგზავრების რაოდენობისა და დისტანციის გაკონტროლება ევალება, შესაძლოა, სწორედ თავად გახდეს ვირუსის გადამდები წყარო.

დღეს №24 ავტობუსში იმაზე მეტი მგზავრი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ სხვა დღეებში. რობაქიძის გამზირიდან ვიდრე გაგარინის მოედნამდე იმდენი ადამიანი ამოვიდა, რომ ავტობუსში სუნთქვაც ჭირდა და მოძრაობაც. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ავტობუსის შუა ნაწილში, ე.წ. ბილეთების აპარატთად იდგა, მოქალაქეებს “დახმარებას” სთავაზობდა და მოუწოდებდა ბარათები გადაეწოდებინათ და თავად გაატარებდა, რადგან მგზავრები აპარატთან მისვლას კი არა, თავის მობრუნებასაც ვერ ახერხებდნენ. იგივე სიტუაცია იყო გუშინ №15 ავტობუსში, გუშინწინ №27ში, №58-ში, №14-ში და ეს იმ ნომრების მცირე ჩამონათვალია, სადაც მსგავსი მდგომარეობაა. კონტროლიორმა, რომელსაც არც ხელთათმანი ეკეთა და არც ხელები დაუმუშავებია თითქმის ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ათეულობით სამგზავრო ბარათი გაატარა და პატრონს დაუბრუნა.

“რა უსაფრთხოების ზომები, რომელი დისტანცია?კონტროლი? ხალხი ზედ ეჯდა ერთმანეთს,გადაძეძგილია ავტობუსები…”

“ახალგაზრდებმა ფეხით იარეთ და ტრანსპორტი ასაკოვან მგზავრებს დაუთმეთო” – გვირჩევენ ჯანდაცვის სპეციალისტები, მაგრამ ვისაც სამსახურში შორ მანძილზე უწევს გადაადგილება, ყოველი დღე რისკის შემცველია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ფორტუნამ” დედაქალაქის მერიასაც მიმართა, სადაც განმარტეს, რომ “კონტროლიორის მიერ ხელთათმანის ტარების აუცილებლობასა და ზოგადად მისი რისკის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროდან რეკომენდაცია არ მიუღიათ”.

mazda magti 5g