პეტერბურგის ავტოსალონში მყიდველი ლომთან ერთად მივიდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ Rolls-Royce Motor Cars-ის ავტომაღაზიაში მოხდა.
მდიდარმა ბიზნესმენმა რარიტეტული ავტომობილი შეარჩია და ბევრი ფიქრის გარეშე მასში 40 მილიონიც გადაიხადა. თუმცა, სალონის თანამშრომლები მყიდველის უდარდელ ქცევაზე მეტად, მისმა თანამგზავრმა – ლომის ბოკვერმა გააკვირვა. სანამ ბიზნესმენი ყიდვის ხელშეკრულებას აფორმებდა, პატარა მტაცებელი ძვირადღირებული ავტომობილის სალონში დასეირნობდა. მოგვიანებით, კი მძღოლმა ლომი წინა სავარძელზე გადმოსვა და გაოგნებული ხალხი მშვიდად დატოვა.