LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილების მრეცხავი და კულტურული ობიექტების კონსულტანტი – გორის მერს 2 ახალი თანამშრომელი ჰყავს

164
ლადო ხინჩეგაშვილი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გუშინდელ სხდომაზე თანხმობა გასცა გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მოთხოვნაზე ორი ახალი თანამშრომლის დამატების თაობაზე.

როგორც „ფორტუნას“ გორის საკრებულოში უთხრეს, განკარგულების თანახმად, გორის მერიას ორი დამატებითი თანამშრომელი ჰყავს – ავტოსატრანსპორტო საშუალებების [ავტოპარკის] მრეცხავი და მერისთვის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილისთვის არქიტექტურულ, კულტურულ და არექეოლოგიურ ობიექტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გამწევი პირი.

ამასთან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ზაზა ნასყიდაშვილმა გვითხრა, რომ ამ პირებს მერიაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანენ და არ იქნებიან შტატიანი თანამშრომლები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g