LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილის ძალიან სახიფათო მოტრიალება (ვიდეო)

70

ავტომობილის ძალიან სახიფათო მანევრის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა.  მძღოლმა გასაოცარი ოსტატობით საავარიო სიტუაციიდან გამოსვლა მოახერხა, რაც შესაძლოა სიცოცხლის ფასი გამხდარიყო. რგოლი Youtube-ზე გამოაქვეყნა მომხმარებელმა ნიკით iftach22.

ვერცხლისფერი სედანის მძღოლი შუა ზოლში მიდის, ის გადაწყვეტს ერთი ზოლით მარჯვნივ გადაეწყოს, თუმცა ვერ ამჩნევს სწრაფად მომავალ ახალ Toyota Camry-ს. სედანის მძღოლი მკვეთრად ატრიალებს საჭეს, რის გამოც ავტომობილი კონტროლს კარგავს და გზაზე სრიალდება. ავტომობილი 180 გრადუსით შემოტრიალდება.

ავარიას მძღოლი, როგორც ჩანს, საკუთარი ოსტატობით გადაურჩა. მან კიდევ ერთხელ დაატრიალა საჭე და ავტომობილი ინერციით უკან შემობრუნდა. სიჩქარე გადართო და გზა ისე განაგრძო, ვითომ არაფერი მომხდარა.

ვიდეო ერთ-ერთი ავტომობილის რეგისტრატორმა გადაიღო, რომელიც საავარიო სიტუაციის შემქმნელ მძღოლს უკან მიყვებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები