საავტომობილო ექსპერტები გვირჩევენ, რომ არსებობს ავტომობილის ზოგიერთი დეტალი, რომელიც დამწყებმა მძღოლმა საკუთარი ხელით არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეცვალოს. შესაძლოა, უცოდინრობამ სერიოზული და ხარჯიანი დაზიანება გამოიწვიოს.
პირველი ადგილი სამუხრუჭე ხუნდების შეცვლას ერგო. მათ გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია როგორც მგზავრებისა და მძღოლის სიცოცხლე, ისე ქვეითების.
მართალია, ინტერნეტში არსებობს ვიდეო, სადაც ნაჩვენებია როგორი მარტივია საქარე მინის შეცვლა, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ეს არ ღირს დამოუკიდებლად გააკეთოთ. გუფრთხილებელი მოქმედება მხოლოდ ზედმეტ ხარჯებს გამოიწვევს.
სამეულს საწვავის სისტემის შეკეთება ასრულებს, რომელიც გამოუცდელობისას დიდ ხანს დაგტოვებთ ავტომობილის გარეშე.
განსაკუთრებული სიფრთხილე საწვავის მფრქვევანებთან გმართებთ.
ძრავისა და კოლოფის რემონტი კი მხოლოდ დიპლომირებულმა ოსტატმა უნდა წამოიწყოს.
ბოლოს კი ავტომობილის შეღებვაზეა საუბარი. ამით მართალია ავტომობილი არ გაფუჭდება, თუმცა, სიტუაციის გამოსწორებას ზედმეტი ხარჯი დასჭირდება.