უპილოტო სარბოლო ავტომობილის პროტოტიპმა, რომელიც სერია Roborace-ისთვის შემუშავდა, შეძლო დამოუკიდებლად 12 წრე გაევლო. მაროკოში მდებარე მარაკეშის ტრასაზე გადაღებული ვიდეო Roborace-ის ჩემპიონატის YouTube-ის ოფიციალურ არხზე განათავსა.
პროტოტიპმა, რომელიც DevBot-ის (Development Bot) სახელით არის ცნობილი, 12-ვე წრე რაიმე სერიოზული ინციდენტის გარეშე გაიარა. ავტომობილი ისე გახლდათ დაპროგრამებული, რომ ყოველი წარმატებული წრის შემდეგ მისი საშუალო სიჩქარე იზრდებოდა.
სარბოლო უპილოტო ავტომობილების Roborace-ების ჩემპიონატი პირველად 2015 წლის ნოემბერში დაანონსდა. სავარაუდოდ, 2017 წელს Roborace ფორმულა Е-ს მხარდასაჭერი რბოლა იქნება.