LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილმა საპირისპირო მიმართულების ზოლზე 15 კილომეტრი გაიარა

37

ავტომობილმა საპირისპირო მიმართულების ზოლზე 15 კმ. გაიარა. ”The Local”-ის ცნობით, საგზაო მოძრაობის დამრღვევი მძღოლი შვედეთიდან დანიაში მიემართებოდა, კოპენჰაგენთან მიახლოვების შემდეგ კი ავტომობილი მოატრიალა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა. ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად პოლიციამ აღნიშნული გზა მთლიანად გადაკეტა და დაბნეულ მძღოლს დაედევნა, თუმცა მისი შეჩერება მხოლოდ კოპენჰაგენის აეროპორტის სიახლოვეს შეძლო.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ახალგაზრდა მამაკაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო და მისი უცნაური საქციელის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები