LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომოყვარული, რომელსაც 114 Volkswagen Golf აქვს სულ მალე მუზეუმს გახსნის

89

ავსტრიელი ავტომოყვარული, რომელსაც 114 Volkswagen Golf აქვს სულ მალე მუზეუმს გახსნის. იოზეფ უზას კოლექცია რამდენიმე იშვიათ ეგზემპლარსაც მოიცავს და მათი ნახვის სურვილი სავარაუდოდ, ბევრ ადამიანს გაუჩნდება.

მუზეუმი ვენის გარეუბანში განთავსდება და პირველ ვიზიტორებს ის მომავალი წლის შემოდგომისთვის მიიღებს. როგორც იოზეფი აცხადებს, Golf მისთვის შექმნილი ავტომობილია და ის პირველივე დანახვისთანავე შეუყვარდა. მანქანაში ყველაფერი იდეალურია – მძღოლის სავარძელი, მოძრაობის რიტმი, ყოველდღიური მოხმარების კომფორტი და ა.შ.

თავიდან ავსტრიელი სამსახურში ფურგონი Caddy-თ დადიოდა, ოჯახთან ერთად გადასაადგილებლად კი „გოლფს“ იყენებდა. ზაფხულში ის კაბრიოლეტზე გადაჯდებოდა ხოლმე, ხოლო ზამთარში – უპირატესობას Country-ს მოდიფიკაციას ანიჭებდა. ამასთან, მას გადაუდებელი შემთხვევებისთვის ცალკე „გოლფიც“ ქონდა. ნელ-ნელა კი „გოლფდამოკიდებულება“ ნამდვილ კოლექციად იქცა. ამჟამად მამაკაცს გოლფის ყველაზე იშვიათი, მდიდრული, სარბოლო თუ მოდიფიცირებული მოდელები ყავს. კოლექციაში ერთ-ერთი გამორჩეული ავტომობილი არის გოლფი, რომელმაც უკვე მილიონი კმ. გაიარა და მიუხედავად ამისა, მაინც არაჩვეულებრივ ფორმაშია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები