აეროპორტის გადასახვევიდან ლილოს მიმართულებით მოძრაობა შეფერხდა, რის მიზეზად ავარია დასახელდა – ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მიმდინარეობს გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.