LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში – დაშავებულია საქართველოს ხუთი მოქალაქე

130

თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომობილი, რომლის საჭესთანაც საქართველოს მოქალაქე იჯდა, ქალაქ ქავაკიდან სამსუნში მიემართებოდა, გზიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა სამსუნის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

პოლიცია ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს არკვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g