LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანი მოგზაურობისთვის საშიში ქვეყნების სიაშია – მისი ბედი კიდევ 6-მა ქვეყანამ გაიზიარა

120
აზ

შვეიცარია და პუერტო-რიკო მოგზაურთათვის ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნებად დასახელდა.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეგულარულად განახლებული სამოგზაურო რჩევების სიაზე დაყრდნობით ინფორმაციას  CNN ავრცელებს.

ადამიანები უნდა მოერიდონ მოგზურობას იმ ქვეყნებში, სადაც მითითებულია: „დონე 4, კოვიდ -19-ის მაღალი მაჩვენებელი“. ამასთან, ადამიანი, რომელიც მოგზაურობას გადაწყვეტს, სრულად  ვაქცინირებული უნდა იყოს.

30 აგვისტოს შვიდი სამოგზაურო მიმართულება მე -3 დონიდან დონე 4-ზე გადავიდა.

მეოთხე დონის  ქვეყნების რიცხვში უკვე არის:

  • აზერბაიჯანი.

  • ესტონეთი.

  • გუამი.

  • ჩრდილოეთ მაკედონია.

  • პუერტო რიკო.

  • სენტ-ლუსია.

  • შვეიცარია.

ცნობისთვის, მეოთხე დონეს მიეკუთვნებიან ის ქვეყნები, სადაც ბოლო 28 დღის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

მესამე დონის კატეგორია მიეკუთვნება იმ ტურისტულ მიმართულებებს, სადაც ბლო 28 დღის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე 100-დან 500-მდე შემთხვევა ჰქონდათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g