ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სასახლეში “ზაგულბა“ საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად, პატივი მიაგო აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშას და აზერბაიჯანულ ენაზე მიესალმა საპატიო ყარაულს. შესრულდა საქრთველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები.
დახვედრის ცერემონიის ფარგლებში, გაიმართა სახელმწიფო დელეგაციების წარდგენისა და მისალმების ოფიციალური ცერემონია.