LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანისა და სომხეთის ძალებს შორის მდებარე სასაზღვრო არეალში კვლავ რამდენიმესაათიანი სროლა იყო

42
soldiers

აზერბაიჯანისა და სომხეთის ძალებმა რამდენიმე საათის განმავლობაში, სასაზღვრო არეალში ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი კვლავ აზერბაიჯანის კუთვნილი – მთიანი ყარაბაღის რეგიონისთვის, გასული წლის ომის შემდეგ განახლდა.

ინციდენტის წამოწყებაში მხარეები ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროების ცნობით, კონფლიქტი 19 ივლისის საღამოს განახლდა, რომელიც აზერბაიჯანის კუთვნილი ექსკლავის, სომხეთსა და ირანს შორის მდებარე, ნახიჩევანის და სომხეთის საზღვართან მოხდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის ერთი ლეიტენანტი  ფეხში სროლის დროს დაიჭრა და მათ პოზიციებს ცეცხლი სომხურმა მხარემ ნახიჩევანის სარადაკის რაიონში გაუხსნა, რის შემდეგააც აზერბაიჯანის მხარემ საპასუხო – კონტრიერიში მიიტანა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ  აზერბაიჯანულმა ძალებმა, ცეცხლი სომხეთის ძალებს ერასხის რაიონში პირველმა გაუხსნა. სამინისტრო პასუხისმგებლობას აზერბაიჯანულ მხარეს აკისრებს.

ბაქოცა და ერევანიც იტყობინება, რომ საზღვრებზე 20 ივლისის დილით, ვითარება მშვიდი იყო. შეტაკება ხუთ დღეში მოხდა, მას შემდეგ, რაც მორიგი სროლის დროს, იმავე არეალში სომეხი სამხედრო მოკლეს, ხოლო აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაჭრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g