LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანია: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი

65
1

“მნიშვნელოვანია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება, რომელიც ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე იქნება დაფუძნებული.” – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ხორვატ კოლეგასთან, გორდან გრიჩ-რადმანთან შეხვედრის დროს განაცხადა.

შეხვედრა ანტალიაში, დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა პოსტკონფლიქტურ ეტაპზე, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, განაღმვით სამუშაოებსა და აღდგენით და სამშენებლო სამუშაოებზე ისაუბრეს.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ხორვატია ყოველთვის მხარს უჭერდა აზერბაიჯანის საზღვრების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ხელშეუხებლობას.

 

magti 5g