LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

168
Screenshot_2025-01-19_at_3.36.45PM

აზერბაიჯანში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 22 წლის მოქალაქე 2-დან 11 იანვრამდე საზღვარგარეთ იმყოფებოდა. დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ის ბაქოს კლინიკაში სისუსტის, სიცხის, სასქესო ორგანოს ბუშტუკოვანი გამონაყარის, გადიდებული ლიმფური კვანძების და კუნთების ტკივილის ჩივილით მივიდა.

ცნობილია, რომ მოგზაურობის დროს პაციენტს ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც გამონაყარი ჰქონდა. PCR ტესტის შედეგებმა მაიმუნის ვირუსის არსებობა დაადასტურა.

ამ ეტაპისთვის პაციენტი ჰოსპიტალიზებულია და სტაციონარულ მკურნალობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g