„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე ეხმიანება რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, რომლის ავთენტიკურობაც დადასტურებული არ არის და რომელშიც ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ფიგურირებს.
როგორც ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, „იცის, ვინ დაატარებდა ჩანაწერებს სოფლიდან სოფელში“. მისივე თქმით, „ეს ადამიანები ვანო მერაბიშვილთან არიან აფილირებულნი“.
„მე არ დამსიზმრებია არაფერი, გადაკიდებული ხომ არ ვარ ვანო მერაბიშვილზე, არაფერს არ ვიგონებ. დადასტურებული ფაქტი მაქვს და შესაბამისად ვიცი, ვინ დაატარებდა ამ ჩანაწერებს სოფლიდან სოფელში და ეს ადამიანები აფილირებულნი არიან ვანო მერაბიშვილთან.
ვინმეს მოსწონს, არ მოსწონს, სჯერა თუ არ სჯერა ნაკლებად მაინტერესებს. ვიცი ეს დადასტურებით და ჰაერიდან არ მომიტანია და ძალიან ვწუხვარ, რომ პირველ რიგში ლევან ხაბეიშვილი ჩააყენეს, ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. ამ ჩანაწერების შესახებ თვეზე მეტია ინფორმაცია მქონდა, რომ არსებობდა და რომ დაატარებდნენ, ნამდვილად არ მინდა სიღრმეებში წავიდე და თუკი ვინმე პრეტენზია აქვს და თუ დარწმუნებით ამბობენ, რომ სუს-მა მოიპოვა და სუს-მა ჩაწერა ეს ყველაფერი, მაშინ სუსის ჩაწერილი და გაკეთებული ფაბრიკაცია როგორ აღმოჩნდა ჩვენი ე.წ. მეგობრების ხელში?“ – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
მისივე თქმით, „პრივატულ საუბრებში იმაზეც იყო საუბარი, რომ რაღაც ჩანაწერები კიდევ არსებობს“.
შეგახსენებთ, 9 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.
ჩერგოლეიშვილი: კეზერაშვილისთვის და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება ნიშნავს ყველაფრის კადრებას, პირადი ჩანაწერებით ბრძოლას, ადამიანებით ვაჭრობას, „პალაჟენიით“ მუქარასხატია დეკანოიძე: ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება – ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს