კორონავირუსით კახეთში „ბადაგონის“ ქარხნის დირექტორის მოადგილე გელა სააკაშვილი გარდაიცვალა.
გელა სააკაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურიდან იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მას აღენიშნებოდა ანემია და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სუნთქვის მწვავე უკმარისობა და პნევმონია.
გარდაცვლილზე სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვალერიან გორგილაძე წერს.
„გუშინ გარდაიცვალა გელა სააკაშვილი. 37 წლის, ჯან-ღონით სავსე, did not smoke, did not drink.
“ბადაგონში” ტოპ მენეჯერის პოზიცია ეკავა. ზეპირად ამრავლებდა სამნიშნა რიცხცებს. არაჩვეულებრივად მღეროდა ქართულ სიმღერებს.
მოკლედ, ჭკვიანი, ნიჭიერი, სხარტი, საქმიანი, კეთილი და თბილი კაცი იყო.
COVID- ი ვერაგია და მოქმედებს საკუთარი, ამოუცნობი და სასტიკი ლოგიკის მიხედვით.
ნათელში ამყოფოს“… წერს ვალერიან გორგილაძე.
გარდაცვლილს მეუღლე და 3 შვილი დარჩა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით საქართველოში 42 ადამიანი გარდაიცვალა.