LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბადაგონის“ სათავო ოფისი საქმიანობას წყვეტს

187

კომპანია „ბადაგონის“ თბილისის სათავო ოფისი საქმიანობას დროებით წყვეტს, – აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს „ბადაგონის“ სათავო ოფისში კომპანიის დირექტორი გიორგი სალაყაია თანამშრომლებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.

როგორც „ბადაგონში“ აცხადებენ, საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობა პრობლემებს უქმნის კომპანიის საქმიანობას. პრესკონფერენცია კომპანიის სათავო ოფისში, დღეს 13:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ თებერვალს კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. საგამოძიებო უწყებაში საქმეზე გამოძიება 18 იანვარს შპს „ბადაგონის“ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით მიმდინარეობს. როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის ვლადიმერ ჯანჯღავას განცხადება, რომელიც გიორგი სალაყაიას „ბადაგონის“ წილის მითვისებაში ადანაშაულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g