LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი ესებუას მამა: მორჩა, ის ჩემთვის მკვდარია, ჩემი მეორე შვილი მის გამო ციხეში ეწამება

233
BeFunky-collage (2)

“ჩემი შვილია, მაგრამ მისი არაფერი მაინტერესებს. მე მეორე შვილის ამბავი მაინტერესებს, უდანაშაულო კაცი ზის ციხეში”, –  ამის შესახებ „საქართველოს ბანკზე“ თვდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას მამა  „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც ტარიელ ესებუა განმარტავს, მისი მეორე შვილი, ბიძინა ესებუა უკვე თვეებია, რაც ციხეში ძმის დანაშაულის გამო ზის. მისივე თქმით, ბიძინა ესებუა უდანაშაულოა და მას იარაღი „ჩაუდეს“.

„სულ ტელევიზორს ვუყურებ, რომ არაფერი გამომრჩეს. 8 თვეა ბადრის არაფერი ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი. ის ჩემთვის მკვდარია, ჩემი შვილია, მაგრამ მისი არაფერი მაინტერესებს. მე მეორე შვილის ამბავი მაინტერესებს, უდანაშაულო კაცი ზის ციხეში. გამორჩეული არც ერთი შვილი არ მყავდა, მაგრამ ახლა რა აუტანელი მდგომარეობაცაა ჩემს ოჯახში, მტერს არ ვუსურვებ – ორივე შვილი დამეღუპა, მშობლები გავნადგურდით, უდანაშაულო შვილი მიზის ციხეში… 39 წლის კაცია და ცხოვრებაში მისგან ერთი წყენა არავის ახსოვს. მსახურობდა ჯარში, მერე მუშაობდა კეთილმოწყობის სამსახურში. ხელმოწერებს შევაგროვებდი, მის ყველა დამსახურებას მოვუყრიდი თავს, მაგრამ რას უშველის? ბადრისთან არც არაფერი მაქვს სათქმელი, ჩაიდინა თუ არა დანაშაული, დღეს მის გამო ძმა ციხეშია და ჩვენ ცოცხლად დაგვმარხა. მორჩა, ის ჩემთვის მკვდარია.

ვერაფრით დავეხმარე ჩემს უდანაშაულო შვილს, ის მძევალია, ბადრის გამო აიყვანეს და ეწამება. იმ თვეში დამთავრდება ბიძინას ამბავი და ვნახოთ, რა იქნება, რასაც მოისურვებენ, იმას უზამენ. ჩემი თავი სულ არ მადარდებს, ერთი დღე არ ვიცოცხლებდი ამ მდგომარეობაში, ბიძინას პატარები რომ არა, ხვალვე მოვიკლავდი თავს. ვერ გავუძელი ამხელა დარტყმას, ავადმყოფი ვარ, დიაბეტიანი, სტენტი მაქვს გასაკეთებელი, ნაინსულტარი ვარ, მაგრამ სამკურნალო ფული არა მაქვს. მეუღლეა და, ბადრისა და მერე ბიძინას ამბავზე იმდენი ინერვიულა, ახლა ყველაფერი სულერთია მისთვის, აზრზე არ არის, აშკარად ფსიქიკური პრობლემები აქვს…

ბიძინა კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობდა და მისი მანქანა ორი დღის განმავლობაში იუსტიციის სახლის შორიახლო იდგა. საბარგული არ იკეტებოდა და გვეუბნებიან, შიგ “ლიმონკა”, ტყვიები, საძილე ტომარა და რაღაცები ეწყოო. ამ ყველაფერს ჩადებდა საბარგულში და 2 დღე დატოვებდა? რა თქმა უნდა, ჩაუდეს. რად უნდა დიდი მკითხაობა იმას, რომ ბიძინა ბადრის სატყუარად გამოიყენეს… 5 და 10 დამცველი რომც ავიყვანო,­ რა აზრი აქვს? რაც უნდათ, იმას უზამენ­. რაც უნდათ, ის უქნიათ, სამუდამოს ხომ არ მისცემენ? როცა იქნება, გამოვა. მე ერთი მშრომელი კაცი ვარ. ვის ვებრძოლო,­ სახელმწიფოს ხომ ვერ შევებრძოლები? მოვა დრო და გაირკვევა ყველაფერი. უდანაშაულო კაცი 7 თვეა ციხეში ზის, 2 თვეა არაფერი უჭამია”, – აცხადებს ტარიელ ესებუა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g