LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი ჯაფარიძის პირველი კომენტარი: გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, სიმართლეს მივიყვანთ ბოლომდე

104
BeFunky-collage (1)

ბრძოლა გრძელდება, სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ, – ასე გამოეხმაურა “ლელოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას.

სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო და 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა დევნის ხანდაზმულობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

“გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არანაირი დანაშაულის ნიშან-წყალი არ არსებობს. ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ, ჩვენი ქვეყნის წარმატების სახე. იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც”, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ბრალდებულები განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდნენ. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განაჩენს პარტია “ლელოს” ოფისში ელოდებოდნენ, ავთანდილ წერეთელი კი “TV პირველის” ოფისში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g