რამდენიმე საათის წინ, ბრიტანული კინოაკადემიის, BAFTA-ს 2025 წლის ნომინანტები დასახელდნენ.
„საუკეთესო ფილმის კატეგორიაში“ ისეთი კინოსურათები მოხვდნენ, როგორებიცაა: „კონკლავი“, „ანორა“, „ბრუტალისტი“, „ბობ დილანი: ყველასთვის უცნობი“, და „ემილია პერესი“.
„საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში“ ედვარდ ბერგერი, შონ ბეიკერი, დენი ვილნიოვი, ბრეიდი კორბეტი, ჟაკ ოდიარი და კორალი ფარჟა დასახელდნენ.
„საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში“ ნომინირებული არიან: კარლა სოფია გასკონი, დემი მური, მარიან ჟან-ბატისტი, მაიკი მედისონი, სირშა რონანი, და სინთია ერივო.
„საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში“ ედრიენ ბროუდი, ჰიუ გრანტი, კოლმან დომიგო, სებასტიან სტენი, რეიფ ფაინზი და ტიმოთი შალამე განთავსდნენ.
ცნობისთვის, 78-ე დაჯილდოების ცერემონია 16 თებერვალს, ლონდონში გაიმართება. მისი წამყვანი დეივიდ ტენანტი იქნება. სრული სია იხილეთ აქ.
„ოპენჰაიმერის“ მორიგი ტრიუმფი – BAFTA 2024-ის ნომინანტები დასახელდნენ
BAFTA-ს გამარჯვებულები ცნობილია