LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BAFTA-ს ნომინანტები გამოვლინდა

61

ცოტა ხნის წინ, ბრიტანული პრემია BAFTA-ს ნომინანტები გამოვლინდა. ნომინაციების რაოდენობის მხრივ გილერმო დელ ტოროს „წყლის ფორმა“ ლიდერობს, რომელიც 12 კატეგორიაზეა წარდგენილი.

ცხრა-ცხრა ნომინაცია აქვთ „ბნელ დროებს“ და „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულ ფილმს „სამი ბილბორდი ებინგის საზღვართან, მისური“. რვა-რვა ნომინაციისთვის იბრძოლებენ „სამართელებზე მორბენალი 2049“ და „დიუნკერკი“.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმებვის კატეგორიაში კი პოლ ვერხოვენის „ის“, ანჯელინა ჯოლის „თავდაპირველად მათ მამაჩემი მოკლეს“, პაკ ჩხანუკას „მოახლე“ და სხვა ნამუშევრები მოხვდა.

დაჯილდოების ცერემონია 18 თებერვალს გაიმართება და მას მოდელი და მსახიონბი ჯოანა ლამლი წაიყვანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები