LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია 60 მლნ დოლარი დაჯდება

106

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის 60 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდება.

ამ ეტაპზე, დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. საპროექტო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო 1.5 საათით შემცირდება.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 60 მლნ. აშშ დოლარია.

მშენებლობა, სავარაუდოდ, 2020 წელს დასრულდება.

magti 5g