LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაღების და სკოლების მიმდებარედ, ატმოსფერულ ჰაერში ნივთიერებების ნორმის გადაჭარბება ფიქსირდება

79
53397903_2024337184537895_1572820653042565120_n

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

12 მარტს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა  ქ.ქუთაისში 1.8-ჯერ და ქ.ბათუმში 1.3-ჯერ. 13 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცვლელი ჰაერის მასების გავრცელების გამო ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე  1.4-ჯერ, ვარკეთილში 1.1-ჯერ, ქ.ბათუმში-1.2-ჯერ, ქ.ქუთაისში-1.6-ჯერ,  ქ.რუსთავში- 2.2-ჯერ, ხოლო  თბილისში ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ. 14 მარტს ნორმაზე გადაჭარბება  აღინიშნა მხოლოდ ქ.რუსთავში 1.6-ჯერ, 15 მარტს- ქ.ქუთაისსა და ქ.რუსთავში უმნიშვნელოდ , 16 მარტს ისევ მხოლოდ ქ.რუსთავში 1.1-ჯერ. 17 და 18 მარტს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე 1,1-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმსა და ქ.ქუთაისში უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: გლდანის ა მიკრორაიონი, 79-ე საბავშვო ბაგა-ბაღთან;  ვარკეთილის IV მიკრორაიონი, სკოლა ,,ლომისთან“; გლდანის II მიკრორაიონი,  N167-ე საჯარო სკოლასთან; ფორე მოსულიშვილის ქ.N33, N160-ე საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვედზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g