ეპიდვითარების ფონზე, რა რეჟიმში გაგრძელდება სკოლებისა და ბაღების ფუნქციონირება, საკოორდინაციო საბჭო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ეპიდემიოლოგები სკოლების სწავლებისა და ბაღების მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს საბჭოს სხდომაზე დააყენებენ:
“რაც შეხება სკოლების სწავლების ონლაინრეჟიმზე გადასვლას და ბაღების მუშაობას, ეპიდემიოლოგების მიერ თუ იქნება საკითხი დაყენებული, ხვალ საკოორდინაციო საბჭოზე განვიხილავთ”, – განაცხადა აზარაშვილმა.