LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია დვალიშვილი: თქვენ ესროდით ადამიანებს, რომლებსაც აღარ უნდათ რუსეთი

1046
baiko-news-19

მსახიობი და ტელეწამყვანი ბაია დვალიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აქციაზე მყოფი ახალგაზრდების მხარდამჭერ მიმართვას ავრცელებს.

დვალიშვილმა გადაცემაში „სხვა შუადღე“ ემოციურად ისაუბრა გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც ახალგაზრდები დაშავდნენ.

ბაია დვალიშვილი: „ბოდიშს გვიხდიან ჩვენც და ბოდიშს უხდიან გავრილოვს. ჩვენ ბოდიშს არ ვღებულობთ. ჩვენ აქ ბევრი წლებია ვდგავართ და ვიდგებით, დღეს საღამოთი არავის არ ეგონოს, რომ ნაკლები ხალხი იქნება, მემგონი მეტი იქნება. სამწუხაროდ, მე გუშინ ცოტა ადრე დავტოვე აქცია, ბოლომდე უნდა ვყოფილიყავი. ასევე ძალიან ბევრი ხალხი იდგა და ბევრი იდგება. მე შეიძლება ვასოცირდები, რომელიღაცა პარტიასთან, მაგრამ ნუ აყენებთ შეურაცხყოფას ახალგაზრდებს, რომლებიც საერთოდ ტელევიზორს არ უყურებენ და თქვენ უგნურ და უსახურ სახეებს საერთოდ არ იცნობენ, არ გიცნობენ, არც აინტერესებთ, სხვა პლანეტაზე და გალაქტიკაზე არიან. მაგრამ, როცა ეხება – სიტყვა რუსი ოკუპანტი, იქ არიან. თქვენ ესროდით ადამიანებს არა პარტიული მიკერძოებით, არამედ ადამიანებს, რომლებიც გულანთებულად იდგნენ და აღარ უნდათ რუსეთი, არც ენა იციან, აღარც რუსულად კითხულობენ. გერმანული იციან, ფრანგული იციან, ინგლისური იციან და სხვა მენტალობის ადამიანები არიან.

ერთ-ერთი დემეტრე, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობს თვალი დაკარგა. ეს ბიჭი არის აფხაზეთიდან ლტოლვილი, აფხაზეთში უნდოდა დაბრუნება, არანაირ პარტიას არ ეკუთვნის,  ნუ აიგივებთ ადამიანებს. ეს არის შეურაცხყოფა ახალგაზრდების, რომლებიც არ გიცნობენ. საერთოდ ფურთხის ღირსად არ გთვლიან, იმიტომ, რომ სხვები არიან ისინი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g