ორგანიზაცია „საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება ბათუმში, ბათუმში ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში „რეტრო“ გადაღებულ კადრებს, რომელიც ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაიღო და დაწერა, რომ რესტორნის მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ფიზიკურად ძალადობს.
სწორედ აღნიშნული კადრების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, მოგვიანებით კი, უწყებამ რესტორნის მფლობელი მიმტანზე ძალადობის ბრალდებით დააკავა.
„რესტორან “რეტროს” კადრები ვნახე და გული კინაღამ გამიჩერდა. ყველა მოძალამდემ უნდა შეიგნოს, რომ მისთვის არავის მიუცია სხვისი ცემის უფლება: არც ეთიკას და მორალს, არც ე.წ. კაცობას, არც კანონს და არც ღმერთს.
ძალიან ბევრი ეშლებათ დღეს კაცებს ერთმანეთთანაც, ქალებთან და ბავშვებთანაც. სანამ თავად კაცები არ იტყვიან უარს ძალადობასა და აგრესიაზე, მანამდე იქნებიან უბედურები, გატანჯულები და მარტოები.
არავის უყვარს მოძალადე კაცი: არც ცოლს, არც შვილს და არც თანამშრომელს. კაცების ტანჯვა არ დასრულდება მანამ, სანამ უარს არ იტყვიან ძალადობაზე და აგრესიაზე. და რადგან მე არ მისმენენ და არ მიჯერებენ – იქნებ კაცებმავე უთხრათ და გააგებინოთ ერთმანეთს ეს მარტივი ჭეშმარიტება, რომ ძალადობას და აგრესიას მოჰყვება მხოლოდ უსიყვარულობა, სიმარტოვე და უსასრულო ტანჯვა და რომ ეს არ არის “კაცობა” და ღირსება, რომლითაც ყველაზე ხშირად ცდილობენ ძალადობის გამართლებას“, – წერს ბაია პატარაია.