LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენი პუტინზე: ის რაციონალური აქტორია, რომელმაც არასწორად გათვალა, არ ვფიქრობ, რომ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

98
BeFunky-collage (1)

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ ვლადიმირ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. აღნიშნულის შესახებ ბაიდენმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„არ ფიქრობ, რომ ამას გააკეთებს. ვფიქრობ, ის უპასუხისმგებლოდ საუბრობს ამაზე, როდესაც ერთ-ერთი მსხვილი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი ამბობს, რომ მან შესაძლოა, ტაქტიკური იარაღი გამოიყენოს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, პუტინი რაციონალური მოთამაშეა, თუმცა ბევრ რამეში ძალიან შეცდა.

“პუტინი „რაციონალური აქტორია“, თუმცა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით მან არასწორად გათვალა. პუტინს არასწორად სჯეროდა, რომ უკრაინელები დაემორჩილებოდნენ რუსეთის შეჭრას – ეს იყო არასწორი შეფასება, რომლის მცდარობა ქვეყანაში გაწეულმა სასტიკმა წინააღმდეგობამ დაამტკიცა

ვფიქრობ, თებერვალში პუტინის სიტყვით გამოსვლაში, მისი მიზნები არარაციონალური იყო. თვლიდა, რომ კიევში მას გაშლილი ხელებით შეხვდებოდნენ და ვფიქრობ, ის ამაში ძალიან შეცდა“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე არ გამორიცხა, ნოემბერში ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა.

„მე არ მაქვს მასთან შეხვედრის განზრახვა, მაგრამ თუ ის „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩემთან მოვა და მეტყვის, რომ სურს ბრიტნი გრაინერის გათავისუფლებაზე საუბარი, მე მას შევხვდებოდი. ყველაფერი გარემოებებზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები