LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბახალას” შეწყალებისთვის კულტურის სფეროს წარმომადგენლები პრეზიდენტს მიმართავენ

436
22bb

გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) შეწყალების მოთხოვნით სოციალურ ქსელში პეტიცია ვრცელდება, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილს კულტურის სფეროს წარმომადგენლები და გულშემატკივრები მიმართავენ.

„მოგმართავთ თხოვნით განიხილოთ მსჯავრდებულ გიორგი გრიგოლის ძე გიორგანაშვილის საქმე. გიორგიმ მოგმართათ თხოვნით შეწყალებაზე და ამ წერილით გვინდა შევუერთდეთ მის თხოვნას და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა.

გიორგი გიორგანაშვილი, ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენის ბრალდებით სასჯელს იხდის. სასჯელის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 1 წელი.

გიორგისათვის ეს იყო პირველი სამართალდარღვევა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოირჩეოდა სანიმუშო ქცევით.

მისი, როგორც განსაკუთრებულად ნიჭიერი მსახიობის პატიმრობა დიდი დანაკლისია შემოქმედებითი და განსაკუთრებით კი კინო სექტორისთვის, ასევე პროფესიული საქმიანობის შეფერხება უარყოფითად აისახება მისი პროფესიული უნარ-ჩვევების შენარჩუნებასა და მის მომავალზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები და დაგვეხმაროთ გიორგი გიორგანაშვილი ვადაზე ადრე დაუბრუნდეს საზოგადოებას და საქმიანობას რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქართული კულტურის განვითარებაში”, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

გიორგი გიორგანაშვილი 2018 წლის 23 იანვრიდან საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის მსჯავრდებულია დიდი ოდენობით – 0.3726 გრამი ბუპრენორფინის (სუბუტექსი) შეძენა-შენახვის საქმეზე. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, რადგან არ დასთანხმდა პოლიციის მოთხოვნას, ეთანამშრომლა მათთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g