LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახმუტი ჯოჯოხეთია – ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენი ბიჭები გადმოასვენონ: ვანო ნადირაძე

277
Untitled design (2)

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე „ფორმულას“ ეთერში საუბრობს იმ რთულ ვითარებაზე, რომელიც უკრაინაში კერძოდ, ქალაქ ბახმუტშია.  მისი განცხადებით, ბახმუტში დარჩენილი ქართველი მებრძოლები უკრაინელ სპეცსამსახურებთან ერთად, ყველაფერს აკეთებენ, რათა დაღუპულების ცხედრები გადმოასვენონ.

„ბახმუტში კიდევ არიან ჩვენი ბიჭები დარჩენილი. ამწუთას ისინი ჯოჯოხეთში იმყოფებიან. ჩვენი დაღუპული ბიჭებიც ჯოჯოხეთში იყვნენ სამწუხაროდ. დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან მაგარი ქართველი ბიჭები, რომლებიც ჯერ კიდევ იქ არიან, სპეცსამსახურებთან ერთად ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩვენი გარდაცვლილები გამოიყვანონ”, – აღნიშნა მებრძოლმა.

ვანო ნადირაძემ იმაზეც ისაუბრა, რომ მებრძოლების დაღუპვას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, სალომე ზურაბივილის გარდა, არ გამოეხმაურნენ.

„სალომე ზურაბიშვილის მწუხარების გამოხატვა იყო ერთადერთი გამოხატვა, რომელიც ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლისგან გაჟღერდა დაღუპული ბიჭების მიმართ. რომელ რეაქციაზეა საუბარი როცა ხელისუფლების ორიენტირი რუსეთია. კომუნისტობის პერიოდში მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა მაგათთვის და ახლაც ჩრდილოეთიდან ამოდის სამწუხაროდ. ქვეყანას, რომელსაც ღიად აქვს გახმოვანებული პრორუსული ორიენტირი, გაკვირვებულიც არ ვარ რომ დაღუპული მეომრების მიმართ მწუხარებას არ გამოხატავენ და დაფასებაც არ აქვთ“, – აღნიშნა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები