LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახმუტთან დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

141
fot (3)

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ.

29 წლის მიხეილ მაზანაშვილი 31 მარტს უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან, წინა ხაზზე ინტენსიური ბრძოლისას სავარაუდოდ ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

გარდაცვლილ მებრძოლს თბილისში, სამების ტაძრის ეზოში მდებარე მცირე ტაძარში დაასვენებენ, შემდეგ კი გორის რაიონის სოფელ ზერტში გადაასვენებენ.

უკრაინაში ომის დაწყებიდან 42 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები