“მიმდინარე წლის თხილის მოსავალი არის იმაზე მეტი, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტ ადამიანს წარმოედგინა” – ამის შესახებ აქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერი თხილის საწარმო „ჯეო-ნათსში“ სამუშაო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებს შეხვდა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ხელისუფლების მთავარი ამოცანა ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური მოდელის არსებობაა, რომელშიც საქართველოს თითოეული მოქალაქე მიიღებს შემოსავალს და მისი პირობები დღითიდღე გაუმჯობესდება.
პრემიერის თქმით, სამეგრელოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. თხილის მოსავალი კი, წელს მოსალოდნელზე მეტია.
„ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საწარმოში, რომელიც სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით პროგრამა “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში აშენდა. ეს არის ყველაზე თანამედროვე და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ სამეგრელოში გვაქვს მსგავსი დონის თხილის საწარმო. სამეგრელოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან მძიმე გამოწვევა გვქონდა, რომელიც დღესაც გრძელდება, თუმცა ერთობლივი ძალებით ჩვენ შევძელით ფაქტობრივად შეუძლებელი და მიმდინარე წლის თხილის მოსავალი არის იმაზე მეტი, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტ ადამიანს წარმოედგინა თუნდაც რამდენიმე თვის წინ. ეს არის ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერი თხილის საწარმოში სამუშაო პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან ერთად გაეცნო.
https://www.facebook.com/bakhtadzemamuka/videos/717826365343260/?__xts__[0]=68.ARA2r-G-TaylMZr_SR2j1rKcQdIx0p-FbNEPjgKHiPf-_pq6gkizv_w8Se9AnXVbYz8FhUwm5fzP_ROGAXvWuufl10MqLmDtGvpZUeoLGWebD4UgROoDZIZn8PZzYzHKryC66JXdfPPjmAQOwyRvZ1MQ5_2Te2bvXL_-u0QC_LkeI2tT_kWhOsuEkQhHHfFZk3E7GPG6lHzw5-Dt6hdnthyTk1oqVQdmuOhZ1BqkldUPoEfWvHeVPVHStjBIUUH51CsYtK7ebgaCJN6ASfLVsE1UQKsWM4CEKm040X-9CV5qhluscYY1spA9cIeh3gVYPIorC408L0n56LDMmLNxTiD_lg6eWOAH&__tn__=-R