LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურ ბაკურაძე: „ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ ლეგენდები და არ შეიძლება, ეს ადამიანები ეთერში არ ჩანდნენ…“

400
bakubakuradze-2021-11-04_16-55-33_753331

24 თებერვალს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ პროდიუსერი ბაკურ ბაკურაძე სტუმრობდა, რომელმაც პროექტ „ავტოგრაფის“ შექმნაზე და მის მთავარ იდეასა და მიზანზე ისაუბრა.

ბაკურ, ვისაუბროთ პროექტზე „ავტოგრაფი“, როგორ შეიქმნა ეს გადაცემა?

ძალიან მიხარია, რომ წელს გავხდით „წლის ბრენდი“, რომ ასეთი შეფასება დავიმსახურეთ და პრიზი გადმოგვცეს. ძალიან საინტერესო არის ის, რომ არასდროს არანაირი პრიზი არ მაქვს მიღებული, თუ სკოლის სიგელებს და ა.შ. არ ჩავთვლით. ძალიან სასიამოვნო ყოფილა ეს ამბავი. მთელ ჯგუფს ძალიან გაგვიხარდა.

რაც შეეხება გადაცემის შექმნას, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ ლეგენდები და არ შეიძლება, რომ ეს ადამიანები ეთერში არ ჩანდნენ. არ ვიცი, ამ ადამიანების სტუმრობა ჩვენს ტელევიზიებში ასეთი იშვიათი რატომ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ასე იყო. ვინაიდან გადავწყვიტე, რომ 20 წლის შემდეგ ტელევიზიაში დავბრუნებულიყავი, მინდოდა, რაღაც ახალი და საინტერესო გამეკეთებინა, ისეთი, რომელიც მაყურებელს დაამახსოვრდებოდა და სიამოვნებას მიანიჭებდა. გადაცემაზე ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია, უბრალოდ, ფორმაზე შევთანხმდით, შინაარსობრივად ვიცოდით, რაც იქნებოდა. ეს ამბავი პირველად ჩვენს მუსიკალურ პროდიუსერს, ქეთი გაბისიანს გავუზიარე, მერე სცენარის ავტორს, თამარ მახარაძეს ვესაუბრე. შემდეგ ეტაპობრივად შევავსეთ ჯგუფი, ეკა მელქაძე – ჟურნალისტი, მაიკო მაისურაძე, ნიკუშა კაკალაშვილი, ეკა ჩხეიძე – პროდიუსერები, გიკა ჭელიძე – დამდგმელი ოპერატორი. ასე მოვკრიბეთ ყველანი და მივადექით წამყვანს, ნიკა წულუკიძეს. შემდეგ პროექტი მივიტანეთ „იმედში“, სადაც საოცარი ადამიანი, ბატონი ელდარ მდინარაძე დაგვხვდა. ამ პროექტის შესახებ მოვუყევით. პროექტის მენეჯმენტში, სწრაფად და იოლად გაშვებაში დიდი როლი მიუძღვის მაკა ლომიძეს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არასდროს არანაირი ნეგატივი არ წამოსულა ამ პროექტის მიმართ, რაც ძალიან მიხარია.

 გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g