LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის სოფლის მოწყობა დასრულებულია – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

163
ბაკურიანი (2)

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ასპარეზობის მონაწილეების, დამსწრეების და კურორტის სტუმრებისთვის  სოფელი და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო. ბოლო მოსამზადებელ სამუშაოებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ადგილზე გაეცნო.

„მსოფლიო ჩემპიონატის სოფლის მოწყობა დასრულდა, მეწარმეები უკვე დახლებს შლიან და ჯიხურები ნელ-ნელა ივსება. სცენაც დასრულებულია,  ხვალ, 6 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებაა, ოდნავ მოგვიანებით აქ სტუმრებს გასართობ პროგრამას შევთავაზებთ. ვეპატიჟებით ყველა მსურველს ასაკის მიუხედავად. ბავშვებისთვის ცალკე გასართობი ზონა იქნება მოწყობილი. აქ საშუალება გექნებათ ქართველი მეწარმეების პროდუქტები დააგემოვნოთ და მოუსმინოთ მუსიკას“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

მეწარმეებთან ერთად ჩემპიონატისთვის სპეციალურად მოწყობილ  ბაზარში „გემოფესტის“ მონაწილეებიც არიან წარმოდგენილები.

"ყველა ტრასა მზადყოფნაშია, ეს ყველანაირ წინაპირობას გვაძლევს, რომ პოზიტიურად ჩატარდეს ვარჯიში" - "მთის ტრასების სააგენტო"

ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, ღონისძიებას საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან კარგი შეფასება მოჰყვა.

„ძალიან მნიშვნელოვანია აქ მონაწილეობა, ჩვენ უკვე „გემოფესტელები“ ვართ და რაჭიდან პირველი „გემოფესტიდან“ ვმონაწილეობთ. გავიარეთ ტრენინგები და ვისწავლეთ როგორ მივიღოთ მონაწილეობა ფესტივალებში. ბაკურიანში სტუმრებს რაჭულ კერძებს ვთავაზობთ. ეს არის ძველი კერძები, რომელიც გავათანამედროვეთ“, – აცხადებს მეწარმე გიორგი ჯაფარიძე.

ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო  ჩემპიონატის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების კომპანიის ორგანიზებით ჩემპიონატის სოფელი მოეწყო, სადაც საკონცერტო სცენა, სამეწარმეო დარბაზი, კვებისა და ბაზრის ზონა, საბავშვო გასართობი ზონა მოეწყო.

magti 5g