LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანგკოკს ტურისტებისთვის საინტერესო შეთავაზება აქვს

34

ციხეში ღამის გათენება სულ რაღაც 49 ევროდ – ბანგკოკს ტურისტებისთვის საინტერესო შეთავაზება აქვს. ტაილანდში გაიხსნა ახალი სასტუმრო Sook Station, რომელიც მთლიანად სასჯელაღსრულების დაწესებულების სტილშია გაფორმებული.

სასტუმროს შენობა გარედან მავთულხლართითაა შემოსაზღვრული, თითოეული ნომერი კი ორ ან 4 ადამიანზეა გათვლილი. ნომრები რკინის რიკულებშია ჩასმული, რაც საკნის იმიტაციას ქმნის. გარდა ამისა, დამსვენებლებს საკნამდე დაცვა მიიყვანს და მათ სპეციალური ზოლიანი უნიფორმაც გადაეცემათ.

რაც შეეხება დღის განრიგს, ისიც მთლიანად პატიმრის ყოველდღიურობაზეა მორგებული და ვიზიტორებს წინ დაუვიწყარი გამოცდილება ელით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები