LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბანკი ქართუს” განცხადება საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით

144
file

„კლიენტების მომსახურებისას სს „ბანკი ქართუ“ იცავდა და მომავალშიც შეასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებს და ბანკის შიდა პოლიტიკით გათვალისწინებულ წესებს.

ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პირების მხრიდან ვრცელდება უპასუხისმგებლო განცხადებები, თითქოს აშშ-ის მხრიდან სანქციების გამოქვეყნების შემდეგ ოთარ ფარცხალაძის მიერ „ქართუში“ განხორციელდა საბანკო ოპერაციები, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ეს უპასუხისმგებლო განცხადებები მიზნად ისახავს „ბანკი ქართუს“ დისკრედიტაციას და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებს შეუძლიათ „ქართუში“ მარტივად გადაამოწმონ ამ კომენტარების სიცრუე“, – აღნიშნულია „ბანკი ქართუს” მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამის ცვლილებაზე ხელი გუშინ მოაწერა, რის საფუძველზეც აშშ-ის მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვა მოეხსნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები