აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელში 38 კომპოზიციისგან შემდგარი, 2021 წლის საზაფხულო ფლეილისტი გაავრცელა. მის ფავორიტ კომპოზიციებს შორის ისეთი არტისტების ნამუშევრები მოხვდნენ, როგორებიც არიან: Simply Red, The Rolling Stones, ჯორჯ ჰარისონი, რიანა, მაილს დევისი, ბობ მარლი, ჯეი ზი და სხვები…
„ამ ზაფხულს არაერთი არაჩვეულებრივი სიმღერის მოსმენა შეგვიძლია. ამ ფლეილისტში შევკრიბე ის ათეულობით კომპოზიცია, რომლებსაც ბოლო პერიოდში ვუსმენ და მიყვარს“, – წერს ობამა.