ქართული შოკოლადის, ნაყინისა და ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია ”ბარამბო” საკუთარ ასორტიმენტს აფართოებს.
როგორც ”ფორტუნას” ”ბარამბოდან” აცნობეს, რამდენიმე დღეა, რაც ბაზარზე ახალი შოკოლადის ბატონი გამოჩნდა. ”ბარამბოს” ბატონის შიგთავსი თხილსა და კარამელს შეიცავს.
როგორც კომპანიაში განმარტეს, ”ბარამბო” სურპრიზს პატარებსაც უმზადებს. ”ბავშვებისთვის ამ კვირიდან გასაყიდად გამოვა კონუსის ფორმის ხრაშუნა ვაფლში რძიანი შოკოლადი. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ სიახლეებს ნაყინის წარმოების კუთხითაც”, – აღნიშნეს კომპანიაში.
შპს “ბარამბო” – ქართული შოკოლადის/ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიაა და ის 2009 წლის 11 მარტს დაარსდა.