LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარათაშვილის აღმართზე ბასლეინი მოეწყო – როგორია რეაბილიტირებული ქუჩა [ფოტოები]

657

თბილისში, ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას კომპანია “ბლექ სი გრუფი” ავრცელებს.

ქუჩაზე დაიგო ახალი გზა, მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი ე.წ. ბასლეინი, გამოიცვალა გარე განათება, სანიაღვრე კოლექტორები და კომუნიკაციები.

“ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სავალ ნაწილზე მოეწყო საფუძვლის ქვედა ფენა ქვიშა-ხრეშოვანი მასალით, საფუძვლის ზედა ფენა სტაბილიზირებული ღორღით, საფარის ქვედა ფენა მსხვილმარცვლოვანი ა/ბეტონით სისქით 7 სმ და საფარის ზედა ფენა ღორღოვან მასტიკური ასფალტით, ადგეზიური დანამატით.

გზის ორივე მხარეს სპეციალური დანადგარით Wirtgen SP25-ით ჩამოისხა მონოლითური ბეტონის ბორდიურის სანიაღვრე ღარით, ამავე დანადგარით მოეწყო სავალი ნაწილიდან მოცილებული და კლდიდან ჩამონადენი წყლის გამტარი არხი რომელიც ანაკრეფი არხისგან განსხვავებით საშუალებას იძლევა ზუსტად განმეორდეს კლდის კონტური და მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს ჩამონადენი წყლის მოცილება. მოეწყო სანიაღვრე კოლექტორი, წვიმმიმღები და სანიაღვრე ჭები, მიჭისქვეშა კომუნიკაციები, დამონტაჟდა მასიური ბაზალტის ქვისგან დამზადებული მოაჯირები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოპირკეთდა ბარათაშვილის აღმართის ალაზნის ქუჩასთან დამაკავშირებელ კიბეს.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე, რიყის პარკის დამაკავშირებელი კიბის თავზე რკ/ბეტონის კონსოლს. ტროტუარის საფარი მოეწყო ქვის ძელაკებით, გამოიცვალა გარე განათება და მოეწყო ე.წ. ბასლეინი,” – აცხადებენ “ბლექ სი გრუფში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g