LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარძაყის ძვლის მოტეხილობაზე საეჭვო რენდგენოლოგიური სურათია: ექიმი დაშავებული ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

152
1

ტელეკომპანია “მთავარი არხის” ოპერატორი ლევან აბლოთია, რომელიც ქარელში, “ქართული ოცნების” ოფისში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავდა, “ნიუ-ჰოსპიტალის” კლინიკაში მკურნალობს.

გვარამია: ქარელში, ჩვენი ოპერატორი “ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს

როგორც ექიმი აცხადებს, დაშავებული კლინიკაში სხეულის მრავლობითი დაზიანებით შეიყვანეს და ბარძაყის ძვლის ხაზოვან მოტეხილობაზე საეჭვო რენდგენოლოგიური სურათია:

“26 წლის მამაკაცია შემოყვანილია, სხეულის მრავლობითი დაზიანებით. პაციენტი შემოყვანისას არის კონტაქტური, ადეკვატური. აღენიშნება ექსკორეაციები, ტკივილი, მენჯ-ბარძაყის კვლევით, მარცხენა ბარძაყის ძვლის ციბრუტის ხაზოვან მოტეხილობაზე არის საეჭვო რენდგენოლოგიური სურათი, რის გამოც პაციენტი გადაყვანილია დამატებით რენდგენოლოგიურ კვლევებზე. ასევე ჩატარდება გულ-მკერდის კომპიუტერული კვლევა.” – თქვა ექიმმა.

მომხდართან დაკავშირებით ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ ამ გამოძიებასთან დაკავშირებით ოპტიმისტური იმედი არ აქვს:

“პოლიციელებს აინტერესებთ, რა მოხდა და როგორ მოხდა ლევან აბლოთიას გადმოგდება, რის შესახებაც ბექა ყორშიამ მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. არასათანადო კვალიფიკაციით არის გამოძიება დაწყებული. არც მომავალში მაქვს ოპტიმისტური იმედი ამ გამოძიებასთან დაკავშირებით.” – თქვა საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, “მთავარი არხის” ცნობით, მათი ოპერატორი “ქართული ოცნების” ქარელის ოფისის მე-2 სართულიდან გადმოაგდეს. ის ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის ექიმის, სოსო ჩიბირაშვილის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, პაციენტს მენჯ-ბარძაყის დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.

“ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ ოპერატორი უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, ამ დროს კი კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g