LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსას ახალი რეკორდი, ჰარი კეინის 100 და ნეიმარის 350

39

ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში კატალონური დერბი “ესპანიოლსა” და “ბარსელონასა”შორის 1:1 დასრულდა. ამ მატჩის შემდეგ, “ბარსელონამ” ჩემპიონატში ზედიზედ წაუგებელი მატჩების რაოდენობით საკლუბო რეკორდი განაახლა.

ერნესტო ვალვერდეს გუნდი 22 მატჩია არ მარცხდება. ამ სერიისას, მას 18 მოგება და 4 ფრე აქვს.

“ესპანიოლი” იგებდა შეხვედრას 66-ე წუთზე მორენოს მიერ გატანილი გოლით, მაგრამ 82-ე წუთზე პიკემ გათანაბრება შეძლო.

“ბარსელონას” 22 ტურის შემდეგ 58 ქულა აქვს და ცხრა ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ მადრიდის “ატლეტიკოს”.

 

ამასობაში, ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ლივერპულსა” და “ტოტენჰემს” შორის ანგარიშით 2:2 დასრულდა. ლონდონური კლუბი წაგებას 95-ე წუთზე ჰარი კეინმა გადაარჩინა. ეს ფორვარდის მე-100 გოლი იყო ინგლისის ჩემპიონატში.

24 წლის ინგლისელმა 142 მატჩში გაიტანა 100 გოლი. პრემიერლიგაში 100 გოლის გასატანად უფრო ნაკლები მატჩი მხოლოდ ლეგენდარულ ალან შირერს დასჭირდა – 124.

 

პსჟ-ს თავდამსხმელმა ბრაზილიელმა ნეიმარმა თავის კარიერაში 350-ე გოლი გაიტანა.
საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში პარიზელებმა „ლილი“ 3:0 დაამარცხეს.
ბრაზილიელმა თსაიუბილეო გოლი 77-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
მიმდინარე სეზონის 18 მატჩში ნეიმარმა 17 გოლი გაიტანა.
პსჟ-მდე ბრაზილიელი “სანტოსსა“ და “ბარსელონაში“ თამაშობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები