„ბარსელონა“ პირველად ჩაუდგა სათავეში საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია Deloitte-ის ევროპის ტოპ კლუბების რეიტინგს.
2018/19 წლების სეზონში კატალონიელებმა 840.8 მლნ ევროს შემოსავალი ნახეს, ეს კი სარეკორდო თანხაა. „ბარსამ“ კონტინენტზე პირველმა გადააჭარბა 800 მილიონს.
მთლიანობაში ევროპის 20-მა უმდიდრესმა კლუბმა გასულ სეზონში 9.3 მილიარდი ევრო იშოვა, რაც 11%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (8.3 მლრდ).
ევროპის ტოპ 20 კლუბი 2018/19 წლების სეზონის შემოსავლების მიხედვით
1. ბარსელონა – 840,8 მლნ ევრო
2. რეალი – 757,3
3. მანჩესტერი – 711,5
4. ბაიერნი – 660,1
5. პსჟ – 635,9
6. სიტი – 610,6
7. ლივერპული – 604,7
8. ტოტენჰემი – 521,1
9. ჩელსი – 513,1
10. იუვენტუსი – 459,7
11. არსენალი – 445,6
12. ბორუსია – 377,1
13. ატლეტიკო – 367,6
14. ინტერი – 364,6
15. შალკე – 324,8
16. რომა – 231
17. ლიონი – 220,8
18. ვესტ ჰემი – 216,4
19. ევერტონი – 213
20. ნაპოლი – 207,4