საკონსულტაციო კომპანია PricewaterhouseCoopers-მა კატალონიის ეკონომიკაზე „ბარსელონას“ გავლენის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
2018 წლის ივლისიდან 2019 წლის ივნისამდე პერიოდში კლუბმა ბარსელონას 1 მილიარდ 190 მილიონი ევრო მოუტანა, რაც ქალაქის მშპ-ს 1.46%-ია. კლუბმა ასევე თავისი წვლილი შეიტანა სამუშაო ადგილების შექმნაში, რაც მთელ ქალაქში დასაქმებული ადამიანების 2.65%-ს შეადგენს.
„ბარსელონამ“ 366 მლნ ევრო გადარიცხა ქალაქის ბიუჯეტში, რაც ბარსელონას ქალაქის საბჭოს ბიუკეტის 13.8%-ის ექვივალენტია.
კლუბმა მთელ რეგიონზეც მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენა იქონია: „ბარსელონამ“ კატალონიას 1 მილიარდ 394 მილიონი ევრო (კატალონიის მშპ-ს 0.57%) და დაეხმარა შეექმნა 23 531 სამუშაო ადგილი (მთლიანად კატალონაიში დასაქმებულთა 0.69%).
2014/15 წლების სეზონიდან კლუბის გავლენა ბარსელონას მშპ-ზე 31%-ით გაიზარდა.