LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონაში მავნე ტრანსპორტი თითქმის აღარ დარჩა

47
barcelonahair30

ბარსელონაში უკანასკნელი წლის განმავლობაში ისეთი ავტომობილების რაოდენობა, რომელიც მკაცრ ეკოლოგიურ ნორმებს ვერ აკმაყოფილებდა, 3%–მდე შემცირდა. ამის მიღწევა 95 კილომეტრიანი მინიმალური გამონაბოლქვის ზონის გაჩენით მოხერხდა.

იმისათვის, რომ მანქანამ ამ ზონაში გადაადგილება შეძლოს, სპეციალური ეკოლოგიური სტიკერი უნდა ქონდეს. ეს სტიკერი კი მხოლოდ უსაფრთხო ავტომობილებსა და მოპედებს გადაეცემათ. შეგახსენებთ, რომ ქალაქში ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა 2020 წელს დაიწყო.

დასაწყისისთვის სიახლე ბარსელონას შეეხება, შემდეგ კი ეს ეკოლოგიური ზონა ახლომახლო პროვინციებზეც გავრცელდება. დაწყებული პირველი აპრილიდან ეკოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილება არამხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს, არამედ სატვირთოებსაც უწევთ.

ხოლო პირველი ივლისიდან შეზღუდვებს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შემოიღებენ. შედეგად დაბინძურების დონე 2024 წლისთვის 15%–ით უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე 2020 წელს იყო.

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კონცეფცია ევროკავშირშიც აქტიურად მოქმედებს. გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის მსუბუქი ავტომობილების გამონაბოლქვი 37,5%–ით უნდა შემცირდეს, სატვირთოების კი მინიმუმ –30%–ით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g