ბარსელონაში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რესტორანი გაიხსნება. NBA Café Barcelona 1200 კვადრატულ მეტრზე რამბლას ბულვარზე განთავსდება. რესტორანში საკალათბურთო ლიგასთან დაკავშირებული დეტალები იქნება წარმოდგენილი, კაფეში ოთხ უზარმაზარ ეკრანსაც დაამონტაჟებენ, რომლებიც მუდმივად თამაშების ტრანსლირებას გადასცემენ. კაფეში ტრადიციული ამერიკულ გრილზე მომზადებული კერძები იქნება წარმოდგენილი. ბარსელონას კაფე NBA-ს მეორე რესტორანი იქნება, რომელიც აშშ-ს საზღვრებს გარეთ გაიხსნება.
![BARCELONA 26 09 2016 Barcelona Abre el primer cafe NBA de barcelona FOTO de ALVARO MONGE](http://old.autoradio.ge/wp-content/uploads/2016/09/icoy35686377-nba160926193942-1474911747657-1024x572.jpg)
![14169226524_620611cd7f_o](http://old.autoradio.ge/wp-content/uploads/2016/09/14169226524_620611cd7f_o-1024x682.jpg)