ესპანეთის პოლიციის მიერ კატალონიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ადგილობრივი მთავრობის 14 წევრია დაკავებული.
სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავებულები კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები.
პარალელურად, ბარსელონა ხალხმრავალმა საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. აქციების მონაწილეები ფიქრობენ, რომ ოფიციალურმა მადრიდმა კატალონიას თვითმმართველობა ფაქტობრივად ჩამოართვა.