LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბარში იმედები გავუცრუე მეპატრონეს.. თბილისი შესანიშნავია, მაგრამ ხალხი ყველგან ხალხია“ – რას წერს ქსენია სობჩაკი

719
BeFunky-collage (3)

რუსი ჟურნალისტი და ყოფილი პოლიტიკოსი ქსენია სობჩაკი, რომელიც მოსკოვიდან საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა,  „ინსტაგრამ“ გვერდზე საკუთარ გამომწერებს საქართველოში ვიზიტის შესახებ უყვება და აქ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

როგორც სობჩაკი წერს, ორდღიანმა ვიზიტმა თბილისში უამრავი შთაბეჭდილება დაუტოვა.

„დავკავდი იოგით. პირველად ვნახე ლიფტი, სადაც უნდა ჩააგდო ფული, რომ დაიძრას და აქვე ჩემი საყვარელი სასტუმრო არაჩვეულებრივი ინტერიერით“, – წერს ჟურნალისტი და ამავე პოსტში აღნიშნავს, თუ რაზე განაწყენდა და არ მოეწონა.

„ბევრი შეურაცხმყოფელი წარწერა რუსეთზე და ბევრი ჟურნალისტის სურვილი, რომ თქვენ უნდა გააკეთოთ განცხადება [რუსეთის] შესახებ. ჩემს შეხედულებებს არ ვმალავ, მაგრამ სამშობლოს „ექსპორტისთვის“ გაკიცხვა ჩემი არ არის. არის ამაში რაღაც არასწორი. მე არავის არ ვაკრიტიკებ

ბარში იმედები გავუცრუე მეპატრონეს, რომ არ მინდოდა ხელი მომეწერა ფურცელზე წარწერით “დიდება უკრაინას”.

სამწუხაროდ, ყველას არ ესმის, რომ იყო მილიტარიზმისა და ძალადობის წინააღმდეგი არ ნიშნავს შენთვის უცხო სახელმწიფოს განდიდების სურვილს.

მაშინაც კი, თუ მართლა განიცდი.

მოკლედ, თბილისი შესანიშნავია, მაგრამ ხალხი ყველგან ხალხია“, – წერს ქსენია სობჩაკი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g